Saturday, March 18, 2017

პროექტი

1.პროექტის სახელწოდება: მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა
2.პროექტის მთავარი იდეა;მოსწავლეები ირჩევენ მონაცემთა წარმოდგენის შესაფერის გრაფიკულფორმებს, ასაბუთებს თავის არჩევანს, აგებს და განმარტავენ ცხრილებს/დიაგრამებს (მათ შორისინტერვალთა კლასებად დაჯგუფებული მონაცემებისათვის); · ადგენენ სიხშირეთა განაწილებას,წარმოადგენენ მას გრაფიკული ფორმით · ერთი გრაფიკული ფორმით წარმოდგენილ მონაცემებს წარმოადგენენ განსხვავებული გრაფიკული ფორმით.

3.პროექტის აქტუალობა  ;მოსწავლეები გაეცნობიან მონაცემთა მოპოვების ხერხებს. ადგენენ სკოლაში მოსწავლეებისთვის საყვარელ საგანს.ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთ  გამონათქვამში ითვლიან ასოების რაოდენობას, აგებენ სიხშირეთა ცხრილს  და გამოსახავენ  გრაფიკულად. ინტერნეტის გამოყენებით ადგენენ საქართველოს ერთ-ერთ სოფელში ქალთა და მამაკაცთა რაოდენობებს  წლოვანების მიხედვით.აგებენ ჰისტოგრამებს.

 4.პროექტის მიზნები:

  • მონაცემთა შეგროვებისა და ხელსაყრელი ორმით წარმოდგენის ჩვევების დაუფლება.
  • მონაცემთა წარმოდგენის ფორმების გამოყენებით მონაცემთა ერთობლიობის დახასიათებისა და ანალიზის უნარის განვითარება

5.მონაწილეთა ასაკი: 16-17წ

6.ვადები/ხანგრძლივობა; 2კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:

  •  მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების , კანონზომიერებების აღმოჩენისა და განზოგადების უნარის განვითარება.
  • მონაცემების შეგროვების, კლასიფიკაციის, დიაგრამების აგების,ელექტრონულ ფორმატში მათი გამოსახვის,ისტ-ის გამოყენების,კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გამოყენება


8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი,ინტერნეტი

9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები მოიპოვებენ დასმული ამოცანისთვის საჭირო მონაცემებს.ითვლიან და იყენებენ შემაჯამებელ რიცხვით მახასიათებლებს.პოულობენ საშუალოს,მოდას,მედიანას,დიაპაზონს,აგებენ ჰისტოგრამას.სიხშირეთა პოლიგონს.იყენებენ ინტერნეტს.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას სხვადასხვა საგანში: გეოგრაფიაში,ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ისტ-ში

11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ქეთევან ჯაფარიძე

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:qeti.jafaridze@gmail.com

13პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
პროექტის განხორციელების გეგმა